პარლამენტის ბიურომ 13 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ იმსჯელა
პარლამენტის ბიურომ 13 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ იმსჯელა. წარმოდგენილ დღის წესრიგს რამდენიმე საკითხი დაემატა. მათ შორის კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” პირველი მოსმენით, „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც კომიტეტებმა გუშინ განიხილეს, ასევე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” გადამუშავებული ვარიანტი.
დღის წესრიგს დაემატა პარლამენტის დადგენილების რამდენიმე პროექტი – „საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება)” და „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება”) შორის საგრანტო შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პარლამენტის დადგენილების პროექტი.
დღის წესრიგის განხილვის შემდეგ ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.