ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

 13 დეკემბერს, 19:30 საათზე, ათონის დარბაზში, ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება.
როგორც  „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო „ფიქრები საქართველოზე“ შეხვედრათა ციკლის ფარგლებში ტარდება.
2018 წელი ქართველი მომღერლის, სახალხო მოლექსის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული ტენორის, ჰამლეტ გონაშვილის დაბადებიდან საიუბილეო, 90 წლისთავია.
საღამოს გაუძღვება საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საგუნდო დირიჟორი და ხალხური სიმღერების შემკრები ანზორ ერქომაიშვილი.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ფანასკერტელის ქუჩა №9 (ბახტრიონი, ჯვართამაღლების ტაძრის ეზო).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები