როსტომ გოგოლაძე გარდაიცვალა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უსამძიმრებს როსტომ გოგოლაძის ოჯახს და სრულიად საქართველოს ხალხური სიმღერის დიდი მოამაგის გარდაცვალებას.
როსტომ გოგოლაძემ დააარსა ანსაბლი „საგალობელი”, აღადგინა და თაობებს შემოუნახა არაერთი ძველი რაჭული სიმღერა, იყო ცნობილი ლოტბარი და რაჭული გენის გამტანი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს გარეთ.
2013 წელს როსტომ გოგოლაძეს ქართული ხალხური სიმღერის მოამაგის საპატიო წოდება, 2018 წელს კი ამბროლაურის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ამავე წელს მას და ანსამბლ „საგალობელს” ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა პირველი ვარსკვლავი გაუხსნა.