საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 11 ადამიანი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო L’Alsace ავრცელებს.
პირველი შეტყობინებები გრანდ-არკადის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ სამაშველო სამსახურში გუშინ, 20:00 საათზე შევიდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი გრანდ-რიუს ქუჩის მიმართულებით გაიქცა, საიდანაც სროლის ხმა კვლავ გაისმა.
მედიის ინფორმაციით, მსროლელი სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდა, რომლის მძღოლიც შემდეგ პოლიციას დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მამაკაცი დაჭრილია.