იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაჭრის გამო ძებნილი ბრალს არ აღიარებს

წყნეთში სასჯელაღსრულების სამსახურის ორი მაღალჩინოსნის და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაჭრის საქმეზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი ემზარ ზურაბიშვილი დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთ დაშავებულს თავში მძიმე საგანი ჩაარტყა.
პოლიცია კიდევ ერთ სავარაუდო დამნაშავეს, გიორგი ყანჩაველს ეძებს, რომელმაც ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრა. დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ, ადრე ნასამართლევია. ის სამართალდამცველებმა 2016 წელს თბილისის ცენტრში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დააკავეს და სასჯელს დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა მანამ, ვიდრე ოქტომბერში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდებოდა.
სამივე დაზარალებული ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, ყანჩაველს კი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები