სასამართლომ ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნაზე ნაცმოძრაობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით. მოტივად ისინი ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკუთარ სარჩელზე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრნენ, მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და მიზეზად სხდომაზე მოსამართლის პასუხი დაასახელეს.
მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება და სამოტივაციო ნაწილი ცნობილი ხვალ გახდება. მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები