თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტომობილი მოიპარეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მამაკაცს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
​როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177 მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. დანაშაული 4-დან 7-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
ხოლო, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მანქანის გატაცება მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილის მფლობელი სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტში თანხას რიცხავდა, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ამას გამოძიება დაადგენს, თუ რა ვითარებაში მოხდა დანაშაულის ჩადენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები