კიევში დაკავებული ქართველები საცობებში გაჩერებულ მანქანებს თავს ესხმოდნენ (ვიდეო)

უკრაინის სამართალდამცველებმა “მოგზაური” ყაჩაღების დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებიც კიევსა და ოდესაში ქურდობის ბრალდებით იძებნებოდნენ. დაჯგუფებაში საქართველოსა და უკრაინის აქამდე ნასამართლევი მოქალაქეები შედიან. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ქალაქ კიევის პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
ქალაქის პროკურატურის განცხადებით, დაჯგუფებიდან, რომელიც 4 წევრისგან შედგება, სამი დაკავებულია, ერთზე კი ძებნაა გამოცხადებული. დაკავების დროს დამნაშავეები ხელყუმბარის გამოყენებით იმუქრებოდნენ. ისინი საცობებში გაჩერებულ მანქანებს დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ და აყაჩაღებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები