მოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედა: კანონი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ეს პროცესი კანონიერად დასრულდა

ეს პროცესი კანონიერად დასრულდა. ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი, – ასე შეაფასა სასამართლოს განაჩენი ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედამ, ნათია გაბოძემ
„სწორი გადაწყვეტილება იყო, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს. სწორად წაიყვანეს ეს საქმე. კანონი არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესი კანონიერად დასრულდა. ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი“, – განაცხადა ნათია გაბოძემ​​.
ცნობისთვის, ვეფხია ბაქრაძეს მოსამართლემ თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა.
​თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს – 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები