თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის, ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბარნოვზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მიიღო.შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები