„ფსიქიატრია – იარაღი ხალხის წინააღმდეგ“ – ღონისძიება გაიმართება

10 დეკემბერს, 17:00 საათზე, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი უერთდება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს  და  ღონისძიება – „ფსიქიატრია-იარაღი ხალხის წინააღმდეგ“ – გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, საღამოს უმასპინძლებენ: უფლებადამცველი გია თევზაძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი – მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილი, ისტორიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და ჟურნალისტი ვახტანგ ბახტაძე.
ღონისძიების მთავარი თემაა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი კომუნისტურ ეპოქაში და საბჭოთა ფსიქიატრია, როგორც ხელისუფლების მიერ არაერთხელ გამოყენებული სადამსჯელო იარაღი სხვაგვარად მოაზროვნეთა წინააღმდეგ.

მისამართი: თბილისი, მ. ზანდუკელის 1, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები