აბაშაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეზათში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი პოლიციელი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად არის დაშავებული პოლიციის მეორე თანამშრომელიც.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის დაზიანება მიიღო. დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები