პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე ვითარება დაიძაბა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა(ფოტოკოლაჟი)

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე ვითარება დაიძაბა. განსაკუთრებით, რთული ვითარებაა შანზელიზეს ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები პოლიციას სხვადასხვა ნივთებს და ბოთლებს ესვრიან. ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანამდე კი, აქციის მონაწილეები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ.
შგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. ყვითელჟილეტიანების სახელით ცნობილი მოძრაობის აქტივისტები და მათი მხარდამჭერები მთავრობას გადასახადების შემცირებას, ხელფასების გაზრდასა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ.
პარიზის რამდენიმე რაიონში უკვე მოხდა მცირე შეტაკებები პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის. სამართალდამცველები კი ცრემლსადენი აირს უშვებენ. ჯერ დაზარალებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები