მინდია გოგოჭურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული მ.გ. 2018 წლის 6 დეკემბერს, ქ.თბილისი, ამაშუკელის ქუჩა N22 ბინა N25-ში დააკავეს, სადაც იგი იფარებდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს გ.რ.-ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. და გ.რ. შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს.
ბრალდებულ მ.გ.-ს საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს ს.ს.კ. 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები