ნინო წილოსანი: დიახ, ჩვენ ვლობირებთ ადგილობრივ წარმოებას, რომელიც კავშირშია თითოეული ოჯახის კეთილდღეობასთან

“ჩვენ ვლობირებთ ადგილობრივ წარმოებას, მცირე, საშუალო და მსხვილ ინდუსტრიებს, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები და სადაც იქმნება საქართველოს ეკონომიკა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომ თითქოსდა ხელისუფლება ადგილობრივ მეწარმეებს ლობირებს.
​მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ადგილობრივ წარმოებაში არსებული პრობლემების პარლამენტის დონეზე განხილვა.
„ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადება, რომ თურმე სრულებით არ არის საინტერესო ადგილობრივი ბაზრის და ადგილობრივი მეწარმეების პრობლემები და დაგვადანაშაულეს ადგილობრივი მეწარმეების ლობირებაში. დიახ, ჩვენ ვლობირებთ ადგილობრივ წარმოებას, მცირე, საშუალო და მსხვილ ინდუსტრიებს, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები და სადაც იქმნება საქართველოს ეკონომიკა, რომელიც პირდაპირ კავშირშია, თუნდაც, ლარის კურსთან და პირდაპირ კავშირშია თითოეული ოჯახის კეთილდღეობასთან. მადლობას ვუხდი კომიტეტის თავმჯდომარეს, რადგან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სატკივარი, რაც ადგილობრივ წარმოებას აქვს, პარლამენტის დონეზე იყოს განხილული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები