ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ადამიანს გამოკითხავს

გასაღების ან გამოყენების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის” რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძის და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
პროკურატურა მათ გუშინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა.
გამოძიება ასევე გამოკითხავს იმ პირებს, რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ.
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები