გია ვოლსკი: ხშირად ჩანს ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც სასარგებლო

ხშირად ჩანს ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც სასარგებლო საქართველოსთვის, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ ჩანს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნებს, ვოლსკის შეფასებით, ოპონენტების ქცევა არ შეესაბამება საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებს და იმ ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს.
„ერთადერთი მიზანი ოპოზიციის ის არის, რომ ხმაური გამოიწვიოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ საკმაოდ ვრცელი და ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, მათ შორის საზოგადოებაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები