ორთაჭალაში მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა-ბაიკერი მძიმე მდგომარეობაშია (ფოტო +18)

ორთაჭალაში, კომპანია „სოკარის“ სათაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მოტოციკლისტი ტრაილერს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი.

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ამ წუთებში დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ.
მათივე ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები