„მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ – პროექტის წარდგენა გაიმართება

7 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროგრამის – „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პრეზენტაცია მიზნად ისახავს, დამსწრე საზოგადოებას გააცნოს კარლ ორფის მიერ შემუშავებული და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მუსიკის სწავლების სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობის პროცესში.
პრეზენტაცია დასრულდება ვორკშოპით, რომელსაც ექნება იმპროვიზებული კონცერტის ფორმა – მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, ჩაერთონ/დააკვირდნენ კარლ ორფის ინსტრუმენტებით მუზიცირების პროცესს და გაეცნონ აღნიშნულ მეთდოლოგიას.

განრიგი:
19:30-19:40 – თემა: ორფის მეთოდოლოგია;
მომხსენებელი: ეკა ჩუბინიძე, მაკა ჩაჩხიანი, კარლ ორფის ასოციაცია.
19:40-19:50 – თემა: ორფის მეთოდოლოგიის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის;
მომხსენებელი: ია იაშვილი, ფსიქოლოგი, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი.
19:50-20:00 – თემა: მუსიკის ცენტრის როლი პროგრამაში;
მომხსენებელი: მარინე ადამია, ილიაუნის მუსიკის ცენტრი.
20:00- 20:10 – თემა: მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაში ორფის მეთოდოლოგიის ინტეგრირება;
მომხსენებელი: ქეთევან შენგელია, ილიაუნის მუსიკის ცენტრი.

მის: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები