თბილისში, 51-ე სკოლასთან 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა. გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
51-ე სკოლის წინ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები