გია ვოლსკი: პარლამენტის ახალი რეგლამენტი მის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებას კიდევ უფრო გაზრდის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ახალი რეგლამენტი პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებას კიდევ უფრო გაზრდის. მისივე შეფასებით, ამ მოწვევის პარლამენტში უკეთესი მდგომარეობაა, რადგან, თანამდებობის პირების გამოცხადება, თანამშრომლობა და ანგარიშების მოსმენა ინტენსიური გახდა.
„ამ მოწვევის პარლამენტში უკეთესი მდგომარეობაა. რაც ჩამოვაყალიბეთ, საპარლამენტო მმართველობის ერთ-ერთი საგანგებო და მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ცვლილებებით კი, პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღო. რეგლამენტის პროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი, წინააღმდეგი წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები