თურქეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„მივიღე ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურზე მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობა. გილოცავთ ხალხის ხმებით ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას.
მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს კეთილდღეობა და აღმავლობა”, – აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები