პარლამენტმა ახალი რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. რეგლამენტის პროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.
ცნობისათვის, მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, ახალი რეგლამენტის სტრუქტურა გამარტივებულია და მოიცავს მხოლოდ 20 თავს, კარებად დაყოფის გარეშე. თავები ლოგიკური თანმიმდევრობითაა დალაგებული და მისი შექმნისას გათვალისწინებული იყო კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პარლამენტის მარეგულირებელი ნორმების და შესაბამისად, სუბიექტების თუ თანამდებობის პირების თანმიმდევრობა.
რეგლამენტის ახალი რედაქციით, პარლამენტის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის ადგილად განსაზღვრულია საქართველოს დედაქალაქი, თბილისი. პარლამენტის სხდომის გამართვა სხვა ადგილას შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო პარლამენტის სასახლე ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები