ბათუმში დაკავებულებს, რომლებიც სამართალდამცველების სახელით ჰოსტელში შეიჭრნენ, პატიმრობა შეეფარდათ

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში შეიჭრნენ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს, მეორე კი რუსეთის მოქალაქეა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
შემთხვევა 4 დეკემბერს მოხდა. ჰოსტელში გვიან ღამით ორი პირი შეიჭრა. მათ იქ მყოფებს თავი თავდაპირველად სამართალდამცველებად წარუდგინეს და განუცხადეს, რომ ნარკოტიკებს ეძებდნენ.
როგორც მეპატრონე აცხადებს, სასტუმროში შემთხვევისას რვა სტუმარი იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა ერთ-ერთს ტელეფონი წაართვეს, თუმცა ჰოსტელში მყოფებმა ერთი თავდამსხმელი თავად დააკავეს, მეორე გაქცეული კი, პოლიციამ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები