“საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია მთელი მსოფლიოს მიერ არის დადასტურებული”

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია მთელი მსოფლიოს მიერ არის დადასტურებული, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
თამარ ჩუგოშვილი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება არ უნახავს.
„თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, უცნაური არათანმიმდევრულობაა მათ პოზიციებში. მათგან სხვა რაღაცეებს ვისმენდით, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე არანაირი სერიოზული კითხვები არ შეიძლება არსებობდეს, ეს მთელი მსოფლიოს მიერ დადასტურებულია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები