სალომე ზურაბიშვილი: იმ ადგილის არჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი

„იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი“, – ამის შესახებ საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის თელავში ჩატარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მომავალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათზე, ვინც მას მხარი არ დაუჭირა და ხმა არ მისცა, ნაწყენი არ არის.
“იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც თავი შეიკავა ჩემთვის ხმის მიცემისგან და სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი, რომ მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები