„ელმავალმშენებელი“ ქარხნის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
თბილისში, სს „ელმავალმშენებლის“ ქარხნის ტერიტორიაზე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.
როგორც „კვირას“ ქარხნის მთავარმა ბუღალტერმა რაულ შენგელიამ განუცხადა, ქალის ცხედარი ქარხნის ტერიტორიაზე, საკომპრესორო საამქროს ტერიტორიაზე იპოვეს.
მისი თქმით, გარდაცვლილი დაახლოებით 60-65 წლის ქალია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.