5-6 დეკემბერს, გუდაური-კობის მონაკვეთზე, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

5-6 დეკემბერს, გუდაური-კობის მონაკვეთზე 12:00 საათიდან 16:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდინარე ბიდარაზე მოწყობილ დროებით ხიდზე, საჭიროა ლითონის მალის ნაშენის სავალი ნაწილის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც, 2018 წლის 5 და 6 დეკემბერს, 12:00 საათიდან 16:00 საათმდე, ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები