ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამჯერად სოფელ ცხრაწყაროში იმყოფებოდნენ, სადაც უკვე მეორე თვეა გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ბეტონის საფარი ერთ კილომეტრამდე სიგრძის სოფლის საუბნო გზაზე დაიგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოებს შ.პ.ს. “საპოვნელა” ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და 130 342 ლარია გამოყოფილი.