გიორგი ვაშაძე: ტყუილია, რომ უკრაინის მოქალაქეები აქციაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ

ისინი 27- ში, არჩევნების წინა დღეს არიან ჩამოსულები ქვეყანაში, შესაბამისად, 27-28-ში არავინ იცოდა საერთოდ იქნებოდა თუ არა აქცია, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გუშინდელი სპეცოპერაციისას უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, იგი არცერთ მათგანს პირადად არ იცნობს.
„მე პარლამენტის წევრი სემენჩენკო გამიგია, დანაჩენებს ნამდვილად არ ვიცნობ, არც ლუკა ჩხეტიანს ვიცნობ პირადად, სახელები და გვარები ვიცი. ისევე, როგორც თქვენ, მეც ამ ამბის შესახებ ტელევიზიით შევიტყვე. ფაქტობრივი ტყუილია, რომ ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქციაში მონაწილეობისთვის. ისინი 27-ში, არჩევნების წინა დღეს არიან ჩამოსულები ქვეყანაში, შესაბამისად, 27-28-ში არავინ იცოდა, საერთოდ იქნებოდა თუ არა აქცია“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა სხვადასხვა იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები