ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ზედა საქარაში, ფუტკარაძეების უბანში, გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის გამო, აღნიშნულ უბანში სატრანსპორტო გადაადგილებისას, პრობლემა ექმნებოდა მოსახლეობას. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ და მერის პირველმა მოადგილემ, დავით ჩირგაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
„უკვე ერთი თვეა, რაც ადგილზე მუშაობს ტექნიკა. შედეგად, 750 გრძივი მეტრის ბეტონის გზისა და სანიაღვრე არხების მოწყობა დეკემბრის ბოლოსთვის სრულად დამთავრდება. საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია”, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პარალელურად, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში და ქალაქის ათამდე უბანში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები