გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საფლავის სავარაუდო ადგილზე კარავია გაშლილი
გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის გვამის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფლავის სავარაუდო ადგილზე კარავია გაშლილი.
როგორც ცნობილია, სამძებრო სამუშაოები იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, იაგო ნებიერიძემ დანაშაულის სავარაუდო ადგილსამყოფლი მიუთითა, შემდეგ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით ჩატარდა გეოსკანირება, ამან კი პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ.
შესაბამისად, დადგენილია სავარაუდო ლოკაციები, სადაც ახლა სპეციალისტების მიერ მიწის გათხრა მიმდინარეობს.