კახა კალაძე “ნაცმოძრაობაზე”: ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა

რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას, რომ შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე იმსჯელებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთელი არჩევნების განმავლობაში პირდაპირ საუბრობდნენ რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ ქართველმა ხალხმა მათ არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გასცა.
„იყო თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები მუქარაზე, არეულობაზე. დესტაბილიზაციაზე საუბრობდა მთელი არჩევნების განმავლობაში. კიდევ არის დამატებითი საკითხები, რომელიც შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ, ეს კიდევ სხვა თემაა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები