ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის ფარგლებში

„ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ არავის არ უნდა მივცეთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. გვექნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მათთან ერთად გავერკვევით ყველაფერში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში უკრაინის მოქალაქეების დაკავებას.
„ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს რაიმეგანზრახვა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი, რა თქმა უნდა, კანონიდან გამომდინარე დაკანონის ფარგლებში. ამას დააზუსტებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საკითხით პარლამენტი დაინტერესდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი ინფორმაციის მოწოდებაზე ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამითდავინტერესდებით ჩვენც. ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ არავის არ უნდა მივცეთ ჩვენს ქვეყანაშიდესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. გვექნება, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან დამათთან ერთად გავერკვევით ყველაფერში”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები