„ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ჩვენ ყველაფერს, რასაც „ნაცმოძრაობა“ განიზრახავს“

„ეს არის სპეკულაციები. ამ სპეკულაციებს არ აქვს, ბუნებრივია, საფუძველი“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს კრიმინალებთან თანამშრომლობისა და ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას დესტაბილიზაციისთვის საბაბის შექმნა სურს.
„მათ უნდათ რაღაცნაირად შექმნან საბაბი დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ამის პერსპექტივა არ არის. არანაირი პერსპექტივა დესტაბილიზაციას საქართველოში არ აქვს. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად. უნდა მივცეთ ქვეყანას განვითარების საშუალება. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელიც არის თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივი. ეს ძალა იყო ანტისახელმწიფოებრივი 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ხელისუფლების სათავეში და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი თავისი შინაარსით ამ 6 წლის განმავლობაში. ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ჩვენ ყველაფერს, რასაც ისინი განიზრახავენ. “ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ეს დამოკიდებულება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები