მაია ცქიტიშვილი: ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო დამთავრდა

არც საჭიროება და არც საჭიროებიდან გამომდინარე სურვილი არ არსებობს, რომ მივიღოთ ულტიმატუმი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე უპასუხა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას ეხებოდა.
„ჩვენ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება ვიხილეთ. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, თავისუფალი არჩევანი დაეფიქსირებინათ, რაც მათ გააკეთეს. არჩევნები მაღალ დონეზეა შეფასებული ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ. არც საჭიროება და არც საჭიროებიდან გამომდინარე სურვილი არ არსებობს, რომ მივიღოთ ულტიმატუმი. დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო“,- განაცხადა ცქიტიშვილმა
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები