ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიღწია

ფოთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიღწია, – შესაბამისი კომენტარი ფოთის ვიცე-მერმა, კოტე თოფურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც კოტე თოფურიამ აღნიშნა, პირველადი დახმარებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 10 ათასი ლარია გამოყოფილი.
„პირველადი დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 10 ათასი ლარი, დანარჩენი თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. უბნებზე, სადაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, ამ დრომდე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება,“ – განაცხადა კოტე თოფურიამ.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 94 კერძო სახლი და მუნიციპალურ ბალანსზე არსებული 40 ობიექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები