საგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და გადაადგილება თავისუფალია.
დღეს დილიდან, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის კმ10-კმ11 მონაკვეთზე, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.