განათლების სამინისტრო სტიქიისგან დაზიანებულ სკოლებს აღადგენს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სკოლების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა შემადგენლობით, დასავლეთ საქართველოში სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა, რომლებიც სკოლებში ვითარებას სწავლობენ და სამუშაოებს ადგილზე ასრულებენ. მათ მიერ უკვე შესწავლილია ზუგდიდის №7, №1, №5, ზუგდიდის სოფლების – ზედა ეწერის, ორსანტიის და კახათის №1, წალენჯიხის №2 და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №2 საჯარო სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი ხვალ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
სპეციალისტთა ჯგუფი დღეს სამეგრელოსა და იმერეთის, კერძოდ სამტრედიის №3, სამტრედიის სოფელ მელაურის, საჩხერის სოფელ შომახეთის, ქუთაისის №6, ვანის სოფელ ზეინდარის, თერჯოლის სოფელ ქვედა სიმონეთის №1, აბაშის №1, მარტვილის სოფელ ბანძის და სენაკის სოფლების – ნოსირისა და ძველი სენაკის საჯარო სკოლებს დაათვალიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები