ფოთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

30 ნოემბერს, ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად, რომლის სიჩქარე 30მ/წმ-ს აღემატებოდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სპორტული სკოლების შენობები, წაქცეულია ელექტრო გადამცემი ბოძები და ხეები. დაზარალდა მოსახლეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო stv.ge ავრცელებს.
ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას. მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო შსს ყველა დანაყოფი და სამაშველო სამსახურები. ადგილობრივი სამსახურები მუშაობდა საგანგებო რეჟიმში.
მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი 0493 22 12-95 , შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც სისტემატურად გადიან უბნებზე და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები