სოფელ დიღომში, აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა (ფოტო, ვიდეო)

სოფელ დიღომში, აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქებამ ორსართულიანი შენობის კედლებიც ჩამოანგრია, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობები აღენიშნებათ.
რამ გამოიწვია აფეთქება, ამ დროისათვის უცნობია. „კვირა“ ამ საკითხზე მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები