წაქცეული ხეები, დაზიანებული ელექტრო სადენები-უამინდობამ დასავლეთ-საქართველოს პრობლემები შეუქმნა

უამინდობამ დასავლეთ-საქართველოში პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 150 შენობას ახადა სახურავი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კი ძლიერი ქარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი მოქალაქე, დაზიანდა 1 ავტომანქანა. ქარმა 32 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 40 ხე.
რაც შეეხება გურიის რეგიონს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი შეტყობინება სამსახურში ლანჩხუთიდან შევიდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 21:30 საათის მონაცემებით, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებიდან შემოსულია 389 შეტყობინება.
მათ შორის, იმერეთიდან – 300
სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – 75
გურიიდან – 14.
სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 450 მეხანძრე-მაშველი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები