ძლიერი ქარის გამო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსისა და კერძო სახლის სახურავები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები.
უკვე ლოკალიზებულია ხანძარი, რომელიც ფერდობებსა და საცხოვრებელ სახლს მოედო. მოსახლეობის ნაწილს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია. იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი არის მობილიზებული, შექმნილია საგანგებო შტაბები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.