ზესტაფონში, ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

ზესტაფონში, ცნობილი მოფარიკავის, ფარიკაობის სკოლის დამფუძნებლისა და დამსახურებული მწვრთნელის – სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა.
ფარიკაობის ტურნირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით უკვე 6 წელია იმართება და მასში საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან 2002-2004 და 2005-2007 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობენ.

ტურნირი გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე; იმერეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი  დავით მაღრაძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ელგუჯა კვეტენაძე.

„მეექვსე წელია, რაც ეს ტურნირი ტარდება და ამ ხნის განმავლობაში უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო მასში მონაწილეობა, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე რეგიონის მასშტაბით. ამჯერად მონაწილეები გვყავს სომხეთიდან. ტურნირი 2 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და გარდა იმისა, რომ წმინდა სპორტული მოვლენაა, კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ჩვენი ღირსეული თანამოქალაქის, დიდი სპორტსმენისა და ფარიკაობის სკოლის დამფუძნებლის, სიმონ საყვარელიძის სახელს“,- განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები