ბოლნისის მიერ მომზადებულმა ეკონომიკური განვითარების გეგმამ ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკისაგან უმაღლესი შეფასება მიიღო

ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულმა LEDP (ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა), ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.
6 ქვეყნიდან წარდგენილ 124 LEDP-ებს შორის, 24-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო უმაღლესი შეფასება, რომელთა შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტიც არის.
22-23 ნოემბერს, უკრაინის დედაქალაქში ორდღიანი მაღალი დონის კონფერენცია “მუნიციპალიტეტები მდგრადი ზრდისთვის” ჩატარდა. საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების, ადგილობრივი ორგანიზაციების, პარტნიორ ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 400-მდე წარმომადგენელმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი მდგრადი განვითარების ეკონომიკური მდგრადობის და კლიმატის ზემოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების პრაქტიკა ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა: კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და დინამიური და მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკა. რეგიონის პრაქტიკოსებმა განიხილეს და გაუზიარეს კოლეგებს გლობალური გამოწვევების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტის საკუთარი წარმატებული გამოცდილება, ასევე ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების მოძიებისა და გამოწვევებისადმი ინტეგრირებული მიდგომების სამომავლო ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები