“ეს არის კანონდარღვევა” – გიორგი ვაშაძე საარჩევნო პროცესისას გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესისას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, დარღვევები გამოვლინდა.
მისი თქმით, გურჯაანის მერვე საარჩევნო უბანზე ოქმი დილითვე შეავსეს.
„ეს არის გაუგონარი დარღვევა, 08:00 საათზე უკვე ოქმი შეავსეს უბანზე და ფიქრობენ, რომ წინასწარ ჩაწერენ ამ ყველაფერში ყველა მონაცემს. ეს არის კანონდარღვევა და ეს არის წარმოუდგენელი, რაც ხდება,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ამასთან, ვაშაძის თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვითმმართველობის ხელმძღვანელები ამომრჩევლებზე ძალადობენ და მათ აიძულებენ, საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, გახსნან ბიულეტენი და აჩვენონ, თუ რომელ კანდიდატს მისცეს ხმა.
მისივე თქმით, კანონდარღვევები გამოვლინდა დიდუბისა და ნაძალადევის საარჩევნო უბნებზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები