ილია მეორე: ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს ძლიერ მომავალს, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. უწმინდესმა ხმა კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მისცა.
„გილოცავთ ისტორიულ დღეს, ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს ძლიერ მომავალს. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ“, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები