„1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ – ხელოვნების სასახლეში წიგნის წარდგენა გაიმართება

27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ წიგნის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, 300 -გვერდიანი ორენოვნი ალბომი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ხელოვნების სასახლის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.
კატალოგი დღემდე გამოუქვეყნებელ, უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელოვნებასა და კულტურაზე ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებზე გვიყვება.
აღსანიშნავია, რომ კრებულში, დამოუკიდებლობის წლებში არსებული ქართული პრესიდან (ძირითადად, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“) 72 გამორჩეული ამბავი შეირჩა, რომლებიც სრულფასოვნად ასახავენ ეპოქის სულისკვეთებას და ხელოვნების სასახლეში დაცულ ფოტოებთან, ესკიზებთან თუ ხელნაწერებთან ერთად ეროვნული კულტურის მარგალიტებზე – პირველ ქართულ ოპერასა („ქრისტინე“, „აბესალომ და ეთერი“ „თქმულება შოთა რუსთაველზე“ ) თუ მხატვრულ ფილმზე („ქრისტინე“) მოგვითხრობს.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები