მიხეილ სააკაშვილი: შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობა სურს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, აქვს ამბიცია, საქართველო აქციოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ, რათა საზღვაო ზოლი მსოფლიოსთვის მისაბაძი იყოს.
“მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა, რომ ეს იყოს ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი, იქნებიან ინგლისელი მოსამართლეები, დღგ იქნება ნული, იქნება თავისუფალი ბიზნესგარემო. ჩემი პრეტენზიაა, რომ მე მინდა, ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები