მიხეილ ყაველაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ამომრჩეველს ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი მოსახლეობას შეხვდა.
მიხეილ ყაველაშვილმა არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრისას სოციალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე გამახვილდა ყურადღება. მიხეილ ყაველაშვილმა რაიონის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრა.
დეპუტატმა ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.